logo
ENG



კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში - 84

21 დეკ 202010:51
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში - 84

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში 84, იმერეთში - 111.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 67;
  • შიდა ქართლი - 78;
  • გურია - 23;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41;
  • კახეთი - 35;
  • მცხეთა-მთიანეთი - 35;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 6 627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 094 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეს, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 209 462 შეთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 140 - გარდაიცვალა.  


close დახურვა