logo
ENG



კორონავირუსი ​გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

02 ნოე 202011:36
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსი ​გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გუშინ, 1-ელ ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ პრემიერის დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა ვირუსი. ამის გამო გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42579 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 26800 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 342 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 293. 2 236 ადამიანი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.


close დახურვა