კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაზე რთული ვითარება კვლავ იტალიაშია. საშიში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 10,779-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 97 ათასზე მეტი ადამიანი.
მძიმეა ვითარება ესპანეთშიც, სადაც დღის განმავლობაში ვირუსს 636 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 78-ტ ათასს გადააჭარბა. საფრანგეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 606-ს მიაღწია. 131-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. სირიაში კი, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ს უკვე 33 976 ადამიანი ემსხვერპლა, 150-თ- ათასზე მეტი პაციენტი კი სრულად გამოჯანმრთელდა.