logo
ENG



კორონავირუსს მსოფლიოში 119 701 ადამიანი ემსხვერპლა

14 აპრ 202010:54
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში კორონა ვირუსის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 20 000 გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით დღის განმავლობაში ვირუსს   566 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მძიმე სურათი ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია,  დაღუპულთა რაოდენობა აქ 23000-ზე მეტია. ინფიცირებულთა საერთო რაოდემობამ კი 582 000 გადააჭარბა. 

მიუხედავად ამისა, ქვეყნის სხვადასხვა შტატში დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადებიან. ნიუ-იორკის ხელისუფლება  კარანტინის ეტაპობრივ გაუქმებისა და ბიზნესის ამოქმედების გეგმაზე  მეზობელ შტატებთან  ერთობლივ მუშაობას გეგმავს.   შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიუ-იორკისთვის ყველაზე მძიმე დღეები უკვე ჩავლილია, ხოლო   დაავადება კონტროლს ექვემდებარება. კორონავირუსს ნიუ იორკის შტატში 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რთულია  ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც სადაც დღის განმავლობაში 419 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 17 756-ს აღწევს.  მსოფლიო მასშტაბით  კრონავირუსით ინფიცირების 1 900 000-ზე მეტი  შემთხვევაა დადასტურებული.  პანდემიას 119 701 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 445 000-ზე მეტი  ინფიცირებული.


close დახურვა