logo
ENG



კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს

25 თებ 202008:56
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს, მაგრამ პანდემია ჯერ არ არის. ეს განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკოფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას გებრეი ესუსმა საშიში ვირუსის გავრცელების ირგვლივ შექმნილი ვითარება შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნები პოტენციური პანდემიისთვის მზად უნდა იყვნენ.

ამავდროულად, ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა სამხრეთ კორეაში, სადაც 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შექმნილი ვითარების გამო ვაშინგტონი და სეული ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბების შემცირებას განიხილავენ. კოვიდ-19-ს სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იტალიაში. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ერაყში. არანაკლებ რთული ვითარებაა ირანშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს, სადაც კორონავირუსის გავრცელების, დაავადების სიმწვავისა და მიღებული ზომების ეფექტიანობის საკითხების შესახებ იქნება საუბარი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების ორი ათასზე მეტი და დაღუპვის სულ მცირე 20 შემთხვევა ფიქსირდება. 


close დახურვა