საკრუიზო ლაინერ Viking Orion-ის 800-მდე მგზავრი ერთი კვირაა გემს ვერ ტოვებს კორპუსში აღმოჩენილი პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმების გამო. როგორც BBC წერს, გემი ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის 4 პორტში არ შეუშვეს.
გემი მოგზაურობაში ახალი ზელანდიიდან 26 დეკემბერს გაემგზავრა. მას შემდეგ მგზავრები ხმელეთზე არ გადასულან. კორპუსზე აღმოაჩინეს ბიოდაბინძურება - მიკროორგანიზმების ერთობლიობა, მცენარეები, წყალმცენარეები ან პატარა ცხოველები, რომლებიც შესაძლოა ადგილობრივი გარემოსთვის საშიში აღმოჩნდეს.
ავსტრალიის მეთევზეობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლამდე გემის კორპუსი უნდა გაიწმინდოს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ბიოდაბინძურება გაწმენდა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
მგზავრი კენ ჰეიდრიკი ამბობს, რომ გემის დატოვება მათ 26 დეკემბრის შემდეგ ვერ შეძლებს. მისი თქმით, პორტში ოთხი დაგეგმილი გასვლა გაუქმდა.
"მგზავრებს შორის იმედგაცრუებისა და ბრაზის ინტენსივობა იზრდება", - თქვა მან.
კრუიზის კაპიტანმა მგზავრებს წერილი მისწერა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ "კრუიზმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა" და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ისინი კომპენსაციას მიირებენ.