logo
ENG



კორძაია: ვერთიანდებით, რომ ხალხის ნება აღსრულდეს - მრავალკულტურული, მრავალეროვნული ევროპა

08 ივლ 202420:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/y2bn7ykr531vihi.jpg

ჩვენ ჩვენი ერთიანობით და ოპოზიციურ პარტიებთან თანხმობით აუცილებლად შევუქმნით პოლიტიკურ ქარიშხალს ამ ხელისუფლებას. ჩვენ აუცილებლად შევარყევთ იმ კედელს, რომელიც აღმართულია საქართველოს მომავლის გზაზე. ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქესთან მივალთ და მათთან ერთიანობით შევქმნით ამ ქვეყნის მომავალს, რომელსაც ებრძვის ბიძინა ივანიშვილი და მისი მორჩილი უმრავლესობა.

ჩვენ ამ ერთიანობით გავაჩენთ განცდას გამარჯვების და თითოეული ადამიანი, რომელსაც დღეს არ სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს გამარჯვებების, წინსვლის პერსპექტივა, ისიც დაიჯერებს და შემოგვიერთდება ჩვენ ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ერთიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქის ხმა, რომელიც არის რეალური ძალა, მოქალაქის ხმა არის დღეს ამ ქვეყნის არჩევანი და თითოეული ჩვენგანი ამ ერთიანობაში სწორედ რომ იმიტომ ვერთიანდებით, რომ მოქალაქეების ნება აღსრულდეს და ეს ნება არის მომავალი მრავალკულტურული, მრავალეროვნული ევროპა, საქართველოს კულტურული უნიკალურობით. ამიტომ, პოლიტიკურმა პარტიებმა დეკლარაცია გააფორმეს, სადაც თქვეს ცალსახად ერთი და მნიშვნელოვანი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისინი ითანამშრომლებენ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობისთვის და რომ არცერთი მათგანი არ შეუქმნის კოალიციას ქართულ ოცნებას. ეს არის წითელი ხაზი ყველა ჩვენგანისთვის. 


close დახურვა