ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად 2021 წლის ივნისში გადაღებულ ფოტოს და დღევანდელი პროცესის სურათს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ბოლო ნახვისას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
მისივე თქმით, ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"ბოლოს როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ჯანმრთელი. ასე გამოიყურება ის დღეს, რაც, ერთ წელზე ცოტა მეტი ხანია, საქართველოს ციხეშია. ყველა პატიმრის კეთილდღეობა სააკაშვილის ჩათვლით არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა"- წერს კრამონი.
Last time I met Mikheil #Saakashvili he was a healthy man. This is how he looks today a bit over a year in a Georgian prison. The well-being of every prisoner including Saakashvili is a responsibility of the Government of #Georgia. pic.twitter.com/XY6fbhnfNy
დღეს 7 თვის შემდეგ პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.