logo
ENG



კრემლი დრონებით თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს

04 მაი 202315:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/ix6mzuabptkebyt.jpg

კრემლი დრონებით თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსეთის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"უარყოფის მცდელობები კიევსა და ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. კარგად ვიცით, გადაწყვეტილებები ასეთ ქმედებებსა და ტერაქტებზე მიიღება არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი ასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან. ვიცით, რომ თვითონ მიზნებსაც კი განსაზღვრავს არა კიევი, არამედ მათ განსაზღვრავენ ვაშინგტონში და შემდეგ ეს მიზნები მიაქვთ კიევამდე, რათა მან აღასრულოს", - თქვა პესკოვმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი კი მიიჩნევს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმა ინსცენირება იყო.

2 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".

უკრაინა სავარაუდო თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. 


close დახურვა