logo
ENG



კრემლმა გაავრცელა ვიდეო, სადაც პუტინი ყირიმის ხიდზე მერსედესით გადაადგილდება

06 დეკ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/o6dq7m87pauono4.jpg

კრემლმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი პუტინი ყირიმის ხიდზე მერსედესი მარკის მანქანით გადაადგილდება. მგზავრის სავარძელში იჯდა ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, რომელმაც ოქტომბრის აფეთქების შემდეგ ხიდის რემონტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინი საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ასე ახლოს მივიდა.

მგზავრობის კადრები კრემლმა 5 დეკემბერს გაავრცელა.

"ჩვენ მარჯვენა მხარეს ვმოძრაობთ. ხიდის მარცხენა მხარე, როგორც მესმის, სამუშაო მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც დასრულებას საჭიროებს. ის ცოტათი მაინც დაზარალდა, ის იდეალურ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანოთ", - ამბობს ვიდეოში პუტინი.

პუტინი ყირიმიდან კრასნოდარის მხარის მიმართულებით მოძრაობდა. ხუსნულინმა განაცხადა, რომ სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

ბევრმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ პუტინი მერსედესით გადაადგილდებოდა და არა რუსული წარმოების მანქანით. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ადგილზე მხოლოდ ეს მანქანა იყო.

ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, ყირიმის ანექსიის ოთხი წლის თავზე გახსნა.

8 ოქტომბერს ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა, შედეგად ჩამოინგრა სამანქანო გზის ნაწილი, ხოლო სარკინიგზო გზის ნაწილი დაზიანდა.

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, ცეცხლი პარალელურად მიმავალი სარკინიგზო მატარებლის საწვავის ავზებზე გავრცელდა. FSB-ს მტკიცებით აფეთქების უკან უკრაინული სპეცსამსახურები იდგნენ, რაშიც აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში მასობრივი სარაკეტო იერიშების განხორციელება დაიწყო. კიევი აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.


close დახურვა