logo
ENG



კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

31 ივლ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/tx1frh3jezs2xse.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულთა კი 53-მდე გაიზარდა.

რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში დღეს დილით მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰს სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. იგნატი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქს ორი რაკეტა დაარტყეს.

ამასთან, რუსებმა სარაკეტო შეტევა დღეს ხერსონში განახორციელეს. ქალაქის ცენტრზე რუსებმა გრადებით მიიტანეს იერიში. რუსული ძალების სამიზნე კერძო საწარმო იყო, რომლის თანამშრომელიც ადგილზე დაიღუპა. 


close დახურვა