logo
ENG



კრიზისი ქართულ რაგბში - სპორტსმენები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

15 აგვ 202016:46
3 წუთის საკითხავი
clock 888

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვს.

სპორტსმენები ხელისუფლებისგან, ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში სპორტის ამ სახეობისა და გუნდების ჩამოშლას პროგნოზირებენ.  

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს. მთავარი მოთხოვნა, რაც მათ პრემიერმინისტრთან აქვთ, არის ის, რომ მოხდეს კონტროლი, რათა თანხების მიზნობრივად გამოყენება მოხდეს.

სპორტსმენების თქმით, კრიზისს, პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგებიც ამძიმებს, რადგან არ არის ცნობილი, როდის განახლდება თამაშები. 

"პირველ რიგში საჭირო და აუცილებელია, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც რაგბის კავშირს მიიყვანს არჩევნებამდე. საბჭომ უნდა შეძლოს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც რაგბის კავშირში არსებობს. ესენია: არასწორი მენეჯმენტის გამო დაგროვილი ვალები, შეცდომების გამო დაგროვილი ვალდებულებები და ასევე ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი", - აცხადებს მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი.


close დახურვა