ივანიშვილის დავა ბაჩიაშვილთან სულ უფრო მეტად ამხელს თავად ოლიგარქს. დადასტურდა აქამდე გამოთქმული ეჭვები, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს ხარჯზე კრიპტობიზნესს აშენებდა. "საქართველოში არასდროს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით" - არმუნებდა საზოგადოებას ოლიგარქი. ყოფილ მრჩეველს ივანიშვილი კრიპტოვალუტის მოგებას ედავება. ბიტკოინებს არაფორმალური მმართველის ქარხანა სახელმწიფო შეღავათით გამოიმუშავებდა. დღეს ახალი ბრალდება დაიწერა ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსის ხელით. ბაჩიაშვილს ოლიგარქი ამერიკის აგენტობაში ადანაშაულებს.
კრიპტობიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
11 ივლ 202320:16
3 წუთის საკითხავი