logo
ENG



კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ეხმაურება

14 მარ 202016:49
3 წუთის საკითხავი
 
u76udmnrgjof7a9.jpg

 

კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ეხმაურება. ფეხბურთელი სოლიდარობას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

„სამყარო ახლა ძალიან რთულ მომენტშია, რაც ჩვენგან მაქსიმალურ ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს.

მე გესაუბრებით არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა და ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით.

ახლა მნიშვნელოვანია მივყვეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს და მოვიქცეთ ისე, როგორც ისინი გვეტყვიან. ადამიანის სიცოცხლის დაცვა სხვა ყველა საკითხს უნდა აღემატებოდეს.

მსურს ჩემი მხარდაჭერა გავუგზავნო ყველას, ვინც დაკარგა ახლობელი, სოლიდარობა მათ, ვინც ამ ვირუსს ებრძვის, როგორც ჩემი თანაგუნდელი დანიელე რუგანი. პატივისცემა იმ საოცარ პროფესიონალებს, ვინც ხალხის ჯანმრთელობისთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ," - დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში.

 


close დახურვა