logo
ENG



კუბილიუსი: საქართველო კარგავს დემოკრატიული განვითარების მიმართ საერთაშორისო ნდობას

11 თებ 202019:02
3 წუთის საკითხავი
 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ უგულავას დაპატიმრება, შემაშფოთებელია და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრიუს კუბილიუსი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს როგორც ხალხისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„გიგი უგულავას მორიგი დაპატიმრება ჩვენში შეშფოთებას იწვევს. გვაშფოთებს არამხოლოდ მისი საკითხი, არამედ საქართველოს მომავალიც. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველო კარგავს დემოკრატიული განვითარების მიმართ საერთაშორისო ნდობას, ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაპირების შეუსრულებლობით, ჩვენ ველაპარაკეთ მას ოპოზიციასთან შეთანხმდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ვთქვით ასევე, რომ საქართველოსთვის და მისი საერთაშორისო რეპუტაციისთვის არ არის კარგი, როდესაც მმართველი პარტია ასამართლებს ოპოზიციის ლიდერებს. სამწუხაროდ არ არის შესრულებული ის დაპირება, რომელიც მმართველმა პარტიამ დეკემბერში პირადად ჩვენ მოგვცა. არ ვიცი რატომ იქცევა ასე. მიუღებელია ის მეთოდი, რომლითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ეს ნამდვილად არ არის ევროპული საქციელი", - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.


close დახურვა