logo
ENG



კულებას თქმით, უკრაინის ძალები რუსეთს გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ

13 სექ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/rq1rjx92nqp4ml7.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის ძალები რუსეთის არმიას გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ.

"რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც მისი არმიის პოზიციები მაქსიმალურად იქნება შესუსტებული. ახლა კრემლი "მოთხოვნების შესრულებაზე საუბრობს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს.


close დახურვა