უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით "აპოკალიფსურ პროგნოზებს" არ დაუჯერონ. კულება ამბობს, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.
"არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს სხვადასხვა სცენარი აქვს, თუმცა უკრაინა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. დღეს უკრაინას ყავს ძლიერი ჯარი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნისადმი. ეს მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი." - წერს დმიტრო კულება.
Не вірте апокаліптичним прогнозам. В різних столицях прораховують різні сценарії, але Україна готова до будь-якого розвитку подій. Сьогодні Україна має потужну армію, безпрецедентну міжнародну підтримку та віру українців у свою державу. Це ворог має нас боятися, а не ми його.