![2022/02/27/qfdj6w11j4dh1gd.jpg](/uploads_script3/articles/2022/02/27/qfdj6w11j4dh1gd.jpg)
კიევის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება აცხადებს, რომ ვასილკოვის მახლობლად აეროპორტისთვის ბრძოლა გრძელდება.
როგორც ჩინოსანი Facebook-ზე წერს, რუსეთის ჯარებმა სოფელ კრიაჩკის ნავთობის საცავზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, რომელიც კიევიდანაც ჩანს.
"შეტაკებები გრძელდება, რის გამოც მეხანძრე-მაშველები ხანძრის ქრობის პროცესს ვერ იწყებენ. ამ დროისთვის მოხერხდა გაზის მიწოდების შეჩერება. ცეცხლი 10 რეზერვუარიდან ერთ-ერთს უკიდია. არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს", - წერს კულება.