![2022/04/05/9b80sed4f6crnp0.png](/uploads_script3/articles/2022/04/05/9b80sed4f6crnp0.png)
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ქვეყნის, რომელიც თავის სწირავს ფრონტის წინა ხაზზე. და როდესაც არ შემიძლია ჩემი კოლეგები ევროპული ქვეყნებიდან ვაიძულო - და როდესაც საუბარია კონკრეტულ სანქციებზე, შეერთებული შტატებიდანაც - მიიღონ ეს სანქციები, ნიშნავს, რომ კიდევ მეტი უკრაინელი უნდა დაიღუპოს. ომის დაწყების შემდეგ ბოლო კვირებში ჩვენი პარტნიორებისგან ასობით თანაგრძნობისა და აღტაცების სიტყვა მოვისმინე. მაგრამ მზად ვარ თანაგრძნობისა და აღტაცების ყოველი სიტყვა გავცვალო ტანკზე ან თვითმფრინავზე, ან ნავთობისა და გაზის ემბარგოზე, რომელიც დამეხმარება უკრაინაში სიცოცხლეები გადავარჩინო.