უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოში ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა. კულებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი აქვს.
"მოუთმენლად ველი ილია დარჩიაშვილთან მუშაობას, რომელიც ახლახან დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, რათა უფრო გავაძლიეროთ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი გვაქვს", - დაწერა კულება ტვიტერზე.
Looking forward to working together with Ilia Darchiashvili, the newly appointed Minister of Foreign Affairs of Georgia, to further strengthen the strategic partnership between Ukraine and Georgia. Counting on Georgia’s full support in countering Russian aggression @iliadarch
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა. დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. ზალკალიანი კი დაინიშნა ელჩად აშშ-ში.