logo
ENG



კულება: უკრაინა რუსეთის არალეგალურ ქმედებებზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

22 თებ 202202:56
3 წუთის საკითხავი
 
კულება: უკრაინა რუსეთის არალეგალურ ქმედებებზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ინფორმაციით, უკრაინა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ კულება ტვიტერზე წერს.

"უკრაინა რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ქმედებებთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა უკვე შევიდა უსაფრთხოების საბჭოში", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

დღესვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.


close დახურვა