logo
ENG



კურიერი, რომელიც თემქაზე მანქანამ გაიტანა, გარდაიცვალა

30 აპრ 202015:56
3 წუთის საკითხავი
 
k9dnavum9wumr3s.png

კურიერი, რომელსაც გუშინ თემქაზე ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ფორმულას“ „ჩემო კარგოს“ დელივერი დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ მესხმა დაუდასტურა.

„დიახ გარდაიცვალა. სამსახურიდან მეგობართან წავიდა, იქიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა“, - განაცხადა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.


close დახურვა