ამერიკელი დიპლომატი კურტ უოლკერი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და უკრაინულ გამოცემასთან, „ევროპეისკაია პრავდა“-სთან გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომელიც პუტინის მიერ საქართველოზე თავდასხმას ეხება.
„პუტინი საქართველოს თავს რიტორიკის გამო არ დასხმია. მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა. სიმართლე - მას აბრაზებდა რიტორიკა - თუმცა რუსულ აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, - წერს უოლკერი.
უოლკერმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პუტინი მიხეილ სააკაშვილის მკაცრ რიტორიკაზე საკმაოდ აგრესიულად რეაგირებდა და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის.