როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს თითოეულ მათგანთან. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი-ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება-მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს-ჩამონათვალი ძალიან დიდია.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.მე ყოველთვის ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს- ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია.