საქალაქო სასამართლომ საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 4 აქტივისტს გირაო შეუფარდა. გირაოს ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდეა. აქტივისტები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სასამართლოს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
აქტივისტების პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლო 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება უცვლელი დატოვა და 4-ვე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. თამლიანმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღების აზრს ვეღარ ხედავდა.
თამლიანმა სასამართლო პროცესზე პროტესტის ნიშნად ბანერი გაშალა, წარწერით: ამ ცხოვრების დედაც თქვენი სამართლის დედაც. ამ ფორმით მან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატა.