ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.
დაჭრამდე, ოჯახი 112-ს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კაცი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდათ. პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. კაცის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.