logo
ENG



ლაგოდეხში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

11 მარ 202417:38
3 წუთის საკითხავი
clock 1227
2024/03/11/6zxpdqazpvbfq9s.jpg

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.

ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

საუბარია 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე. მაშინ კაცს ნათესავები სექსუალური ქმედების მცდელობაში ადანაშაულებდნენ - კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს. გასულ წელს კაცი დაზარალებულად ცნეს და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.


close დახურვა