შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დედის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილი დააკავეს.
დაშავებულ ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.