logo
ENG



ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

02 ოქტ 202009:48
3 წუთის საკითხავი
 
pgzlax3gfkda6oz.jpg

სამართალდამცველებმა ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 58 წლის კაცი გუშინ, 1-ლ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირველად 2019 წლის 5 ივლისს არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

მიმდინარე წლის 1-ლ ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ის დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, ის მიმალვაში იყო. სამართალდამცველები 58 წლის კაცს 10 საათზე მეტხანს ეძებდნენ.


close დახურვა