არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე - ამ სახელწოდებით ლადო ალექსი მესხიშვილის გამოფენა გაიხსნა. მეოცე საუკუნის გამორჩეულმა არქიტექტორმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისსა და მთელ საქართველოში. თბილისის სპორტის სასახლის, წყალტუბოს სანატორიუმ „იმერეთის“, თბილისის ჭადრაკის სასახლის, ფოსტის ცენტრალური შენობის, მეტრო „თავისუფლების მოედნისა“ და სხვა შენობების საარქივო დოკუმენტები თიბისი კონცეპტის სივრცეშია წარმოდგენილი და დამთვალიერებელს 31 დეკემბრამდე ელოდება. გამოფენაზე დაგხვდებათ ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურული ჩანახატები და ნახაზები, მის მიერ დაპროექტებული შენობების ფოტოები და მაკეტები.