რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინაში "სამხედრო სპეცოპერაციის" მომდევნო ეტაპი იწყება, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების "სრული გათავისუფლებისკენ" არის მიმართული. გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, ლავროვი ამის შესახებ India Today-ს ესაუბრა.
"ეს ოპერაცია გრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება და, მგონია, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტი იქნება", - თქვა მან.
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები დონბასში შეტევაზე გადავიდნენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის განცხადებით, ომის მეორე ეტაპი დაიწყო.