logo
ENG



ლავროვის მოადგილის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული "იარაღის კოლონები" შეიძლება სამიზნედ იქცეს

12 მარ 202215:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/jcn7ctxcpfa9qsa.jpeg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა კიდევ "უფრო მეტად ართულებს" სიტუაციას.

"ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ, რომ რიგი ქვეყნებიდან უკრაინის ორკესტრირებული შეიარაღება არა უბრალოდ საშიში ნაბიჯია, არამე ქმედება, რომელიც შესაბამის კოლონას კანონიერ სამიზნედ აქცევს", - თქვა რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ ვითარების ესკალაცია აშშ-ს ქმედებები უწყობს ხელს.


close დახურვა