logo
ENG



ლავროვი ამერიკას და ნატოს მოუწოდებს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წახალისება შეწყვიტოს

17 იან 202018:30
3 წუთის საკითხავი
 
th3gs5joh44gkk5.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს მოუწოდებს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წახალისება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კითხვაზე პასუხში წერია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს, აშშ-სა და ალიანსს შორის სამხედრო თუ ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს აკვირდება. მისივე თქმით, ისინი მუდმივად იმით არიან დაინტერესებულები, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე ივნისში ქართველი „რადიკალების“ პროვოკაციულმა ქმედებებმა უარყოფითი გავლენა იქონია, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა ცალმხრივად შეეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან.


close დახურვა