logo
ENG



ლავროვი დასავლეთს: იარაღის მიწოდება, რასაც რუსეთამდე მოღწევა შეუძლია, ნაბიჯია ესკალაციისკენ

27 მაი 202201:49
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი დასავლეთს: იარაღის მიწოდება, რასაც რუსეთამდე მოღწევა შეუძლია, ნაბიჯია ესკალაციისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის ისეთი იარაღის გადაცემით, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია, კონფლიქტი "დაუშვებელ ესკალაციამდე" შესაძლოა მიიყვანოს.

RT Arabic-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან იმ იარაღების მიღებას ითხოვს, რითაც რუსეთზე თავდასხმაა შესაძლებელი.

მისი თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს ფაქტობრივად უკრაინის გავლით აწარმოებს, თუმცა ამგვარი იარარების მიწოდება დამატებით ესკალაციას გამოიწვევს. 

„დასავლეთი მოუწოდებს ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებისკენ და ამისთვის საჭიროა უკრაინელი ნაციონალისტების იარაღებით მომარაგება, უკრაინის რეჟიმის, მათ შორის ისეთი იარაღებით, რასაც რუსეთამდე შეუძლიათ მოაღწიონ. ეს ის იარაღებია, რასაც ზელენსკი საჯაროდ მოითხოვს

ჩვენ ძალიან სერიოზულად გავაფრთხილეთ დასვლეთი, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმომადგენლობით ომს ფაქტობრივად უკვე აწარმოებს, მაგრამ ეს იქნება დამატებითი ნაბიჯი წინ - დაუშვებელ ესკალაციისკენ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


close დახურვა