ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვით წარდგა და მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოსვლაში თქვა, რომ ევროკომისია წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ უნდა იქცეს "ევროპული უსაფრთხოების საბჭოს" შექმნა რეალობად.
მისივე თქმით, საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პარტნიორ სახელმწიფოებს გააერთიანებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ნორვეგია და კანადა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირის დონეზე შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც NATO-ს მე-4 მუხლის მსგავსად, უსაფრთხოების კრიზისის შემთხვევაში წევრი ქვეყნების სწრაფ კონსულტაციასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.
ამასთან, დღევანდელ გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი კანადასთან "ასოცირებული წევრობის" საკითხზე იმუშავებს. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზე ავიდეს.
უკრაინის კონტექსტში ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადსტურა კიევის მხარდაჭერა და თქვა, რომ უკრაინის ჰუმანიტარული და თავდაცვითი დახმარება გაგრძელდება.
