logo
ENG



ლაიენი: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ არჩევანი გააკეთეს - თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად

18 ივლ 202414:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/yzyphlk9hjhcc5c.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.

"ჩვენს კავშირში ქვეყნების მიღება არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს უდიდესი გეოსტრატეგიული პასუხისმგებლობაა ევროპისთვის, რადგან დღევანდელ სამყაროში უფრო დიდი გაერთიანება ნიშნავს უფრო ძლიერ გაერთიანებას - ეს გააძლიერებს მსოფლიოში ჩვენს ხმებს, შეამცირებს დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მთელ ევროპაში გავრცელებას", - განაცხადა ლაიენმა. 

მისივე თქმით, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, თავისუფლება ჩაგვრას არჩიეს და ახლა ჯერი მათზეა. 

"ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს ინვესტიციებით, რეფორმებით და ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში მათი ინტეგრირებით. გაწევრება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ყოველთვის უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყნები გაწევრებამდე მზად იყვნენ ამისთვის. მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენს არსებით ინტერესებშიცაა და ეს იქნება ჩემი კომისიის ძირითადი პრიორიტეტი. 

მე მჯერა, რომ ისტორია კვლავ მეორდება - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ ჩაგვრას არჩიეს თავისუფლება, დამოკიდებულებას არჩიეს დამოუკიდებლობა და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენთან ევროკავშირში", - აღნიშნა ლაიენმა. 

 

 


close დახურვა