ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წლის ბიჭი პოლიციამ მშობლების მანქანის მართვის გამო გააჩერა. ინციდენტი იუტას შტატში, ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა. მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ ლამბორგინის შესაძენად მიდიოდა.
პოლიციამ ავტომობილის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოზარდი გზის ერთი მონაკვეთიდან მეორეში ხშირად, 50 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილდებოდა.