ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში კაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.