logo
ENG



ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ვალუტის ჯიხურებში დოლარის დეფიციტია

12 მარ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ბლუმბერგის მონაცემებით, ქართული ლარი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 95 თეთრი ღირს. 

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება. როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, მას სურდა დოლარის შეძენა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. 

„დოლარი ამ გაყოლებაზე არც ერთ ჯიხურს ჰქონდა.  1 000 დოლარის მარაგი იყო და რაღაც პროდუქტებს ვიყიდი-მეთქი. ტუალეტის ქაღალდი პრობლემა გახდა, პირბადეები არ იშოვება, ელემენტარულად, სადეზინფექციო ხსნარი არ იშოვება და სახელმწიფო ამბობს, რომ ყველანაირად მომზადებული ვართო“, - აცხადებს მოქალაქე. 

ის, რომ დოლარის მარაგი არ არის, „ფორმულას“ სავალუტო ჯიხურებშიც უდასტურებენ. 

ლარის ახალ ოფიციალური კური დღეს 17:00 საათზე გახდება ცნობილი.


close დახურვა