logo
ENG



ლარი დოლართან კიდევ 7, ევროსთან კი, 3 თეთრით გაუფასურდა

17 მარ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 
29v251ib6hil0fn.jpg

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 3.0807 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.0118 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0689 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.3974 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება  3.3684 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0290 ლარი შეადგინა.


close დახურვა