ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება ხვალ 3.4494 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2389 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.2105 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.7436 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა3.4578 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.2858 ლარი შეადგინა.
კურსის გაუფასურება სასურსათო პროდუქტებზეც აისახა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები სხვადასხვა პროდუქტზე დაახლოებით, 2-3 ლარით არის გაზრდილი. მათივე თქმით, გაძვირებულია მედიკამენტებიც.