ლატვიამ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ლატვიის საელჩოში დაუდასტურეს. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა.
ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე 4 აპრილს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდ კოლსმა ისაუბრა. სოციალურ ქსელ X-ში ის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.
3 აპრილს ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა. ამ დროს ოდიშარია სიტყვით არ გამოდიოდა, თუმცა დარბაზში იმყოფებოდა.
"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.
თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მისი სიტყვები კონკრეტულად არავის მიმართ არ იყო მიმართული.