ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის ინფორმაციით, ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს.
"მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს", - თქვა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.
ლატვიის საგარეო მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ზალკალიანის გარდა შეხვდება პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.