logo
ENG



ლატვიის დაზვერვა: ომი უკრაინაში მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება

28 თებ 202317:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/6egc6quc5mgg8vd.jpg

ლატვიის დაზვერვის განცხადებით, ომი უკრაინაში მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"ჩვენი ვარაუდით, საომარი მოქმედებები მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა, ამიტომ, სავარაუდოდ, გეგმავს ახალი შეტევის განახლებას ზამთრის დასვენების პერიოდის შემდეგ. რუსეთის რეჟიმი კვლავ განიხილავს თავდასხმის განახლებას კიევში. დონბასის აღება დარჩება მინიმალურ ტაქტიკურ მიზნად", - აცხადებს ლატვიის დაზვერვა.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას დასავლეთის მხრიდან გაცილებით მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება.

"როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას აკლია იარაღი და საბრძოლო მასალა. ამიტომ, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ორივე მხარის შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ ან აწარმოონ [იარაღი]", - ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის დაზვერვის ინფორმაციით, ახლა დაბალია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ომში დასავლეთის უფრო პირდაპირი ჩარევა და რუსეთის მეგობარი ქვეყნების გაუცხოება, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.

"ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია, თუ პუტინის აზრით, რეჟიმის არსებობას საფრთხე დაემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ჯერ არ არის", - განაცხადა დაზვერვამ.


close დახურვა