logo
ENG



ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

11 აგვ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. სეიმმა გადაწყვეტილება დღეს, 11 აგვისტოს მიიღო და რუსეთის ქმედებები უკრაინაში "უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდად" გამოაცხადა.

ლატვიის სეიმმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული და სხვა სახის ვიზების გაცემის შეჩერებას.

გარდა ამისა, ლატვიამ მოითხოვა სანქციების შემოღება ბელარუსის, როგორც მოსკოვის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ქვეყნის წინააღმდეგ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს და მიიჩნევს, რომ რუსეთი ISIS-ის მსგავს ქმედებებს სჩადის.

2 აგვისტოს ლატვიამ დაამტკიცა რეზოლუცა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ტერორიზმად აღიარა. 


close დახურვა