logo
ENG



ლატვიის შემდეგ, ლიეტუვა ტელეარხის "დოჟდის" მაუწყებლობას წყვეტს

07 დეკ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/emnckl6hmud947r.jpg

ლიეტუვაში ტელეარხის "დოჟდის" [რუსეთის ფედერაციაში უცხოურ აგენტად აღიარებული] მაუწყებლობა შეჩერდება, იტყობინება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისია (LKRTV).

"მას შემდეგ, რაც "დოჟდის" მაუწყებლობის ლიცენზია გაუქმდება, ის ლიეტუვაში 8 დეკემბრიდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი."- აცხადებენ კომისიაში.

6 დეკემბერს, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ასევე გააუქმა ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზია. საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა დააკონკრეტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ლატვიაში "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის" გამო იქნა მიღებული. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 8 დეკემბერს უნდა შეწყვიტოს.

ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდე, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.

დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო. ბოლო შემთხვევა კი უკავშირდება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მობილიზებულების დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ლატვიაში ტელეარხის დაჯარიმების გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ  "მოღალატეები არსად უყვართ", ხოლო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მომხდარი აღწერა, როგორც "მცდარი ილუზიები, რომ  სადღაც უკეთესია, ვიდრე სახლში."


close დახურვა