ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორ გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან. ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს.
"დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.