logo
ENG



ლაშა ნაკაიძეს ბრალი წაუყენეს

17 აგვ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ გენდერის ნიშნით გაუპატიურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე "მთავარი არხის"  ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა. წარდგენილი მუხლები, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. ლაშა ნაკაიძე დღეს დილით დააკავეს. "მთავარმა არხმა" მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  არხი "გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება."  მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.


close დახურვა