შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს თანახმად, მან პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
ეს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით ფორმულას შსს-მ დაუდასტურა, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებულმა Facebook გვერდმა - ყველაფერი პოლიციის შესახებ გამოაქვეყნა.
ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2020 წელს დაინიშნა.
