logo
ENG



ლევან ანთაძე: ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

28 აპრ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის კლინიკა „მედალფა“ გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. კლინიკაში უახლოეს მომავალში ინფიცირებული მედიკოსების გამოჯანმრთელებასაც ელოდებიან.  ამ დროისთვის სულ სამედიცინო დაწესებულებაში 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ უმრავლესობას პნევმონია აქვს, კრიტიკულ მდგომარეობაში კი მხოლოდ 1 პაციენტია.

„გუშინ მოვიდა პაციენტზე მეორადი ტესტირებით უარყოფითი პასუხი. გუშინვე საღამოს გაეწერა 4 პაციენტი. კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტი მკურნალობს. უახლოეს დღეებში სავარაუდოდ რამდენიმე პაციენტი კიდევ გაეწერება კლინიკიდან. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რამდენიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია სხვადასხვა სიმძიმის და მიდის ადეკვატური მკურნალობა“,- აცხადებს კლინიკა მედალფას რეგიონული დირექტორი ლევან ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  


close დახურვა